ელიზბარ უბილავა
მწერალი, მთარგმნელი
დაბადების თარიღი 1917
1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
პირველი ლექსი 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი პროზაული ნაწარმოები - 1940 წელს. პირველი წიგნი "სამგორი" – 1949 წელს. მას ეკუთვნის ლექსები, მოთხრობები, ნარკვევები, რომანები ("ანაკლიის ღამე", 1958; "ცხელი ნაპირი", 1983). ძირითადი წიგნები: "ნიკოლოზ შენგელაია" (1958), "ყავარჯენი" (1960), "მთანი მაღალნი", "მათ ასახელეს სამშობლო" (ორივე 1961), მოგესალმებით, "ქედებო" (1969), "სიჭაბუკის რომანტიკა" (1976), "განძეულის გუშაგი" (1980).
თარგმნა ლ. ტოლსტოის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის და სხვა თხზულებანი. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.